ნინოწმინდასთან მატარებლის სამი ვაგონი გადაბრუნდა

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სატვირთო მატარებლის სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი სოფელ სატხასთან მოხდა. ავარიის მიზეზისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„საქართველოს რკინიგზას" ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.