სისხლიანი გარჩევა ვერაზე

ჩხუბის დროს დაჭრილ სამ ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სპეციალური პენიტენციარული სამსახურის ყოფილი უფროსი დაჭრეს

ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, შენობაში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მათგან ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ერთი ახალგაზრდა კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაიყვანეს, რომელსაც ასევე ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდების დაჭრაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, უკვე დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება "ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების" მუხლით დაიწყო, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.