ვემზადებით საშობაოდ: Fabrika სადღესასწაულო ბაზრობაზე გიწვევთ

ბაზრობის სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას ჰპირდებიან.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika 22 და 23 დეკემბერს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშობაო ბაზრობაზე იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები.

საშობაო ზღაპარი: სადღესასწაულო ბაზრობები სხვადასხვა ქვეყანაში

გამოფენა-გაყიდვაზე მისული სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სხვადასხვა საშობაო პროდუქცია: ორიგინალური საავტორო მოსართავები და აქსესუარები, მისალოცი ბარათები, ბლოკნოტები, სტიკერები, ტკბილეულობა, სუვენირები და ა.შ.

ბაზრობაზე ჯგუფ New Band-ის მონაწილეობით ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების მოკლე პერფორმანსი გაიმართება. ასევე დაგეგმილია საბავშვო ორკესტრის კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მონაწილეობით.

ბაზრობა 13:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მისამართი: ეგნატე ნინოშვილის №8.