მსოფლიო თასის ოქრო ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ქართველმა მოიგო

ირმა ხეცურიანმა ოქრო იაპონიაში გამართულ შეჯიბრებაზე მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა კიოტოში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიგო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხეცურიანმა ფინალში ხმლით ფარიკაობაში უკრაინელ პოლინა ფედოტს გამანადგურებელი ანგარიშით 15:4 მოუგო.

ხეცურიანისთვის იაპონიაში გამარჯვება მსოფლიო თასების ეტაპებზე უკვე მეცამეტე წარმატებაა.