ლანა ლობილაძე: საოცარი ემოცია გვაჩუქა ამ გამოფენამ მეც და ჩემ სტუმრებსაც

მეთოჯინე ლანა ლობილაძე საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ხელოვანისთვის პერსონალური გამოფენა.
Sputnik

 

„არსებობენ ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ თავისთვის ქმნიან ნამუშევრებს და ამით შემოიფარგლებიან. თუმცა ხელოვანების უმრავლესობა აუდიტორიისთვის ქმნის ნამუშევრებს. სურთ ფართო საზოგადოებას გააცნონ თავისი შემოქმედება, მიიღონ შეფასებები. მე ვნახე რამხელა ემოცია, დადებითი აურა მოიტანა გამოფენამ. ვხედავდი, როგორი ბედნიერები იყვნენ ადამიანები, როგორი კმაყოფილები მიდიოდნენ გამოფენიდან. საოცარი ემოცია გვაჩუქა ამ გამოფენამ მეც და ჩემ სტუმრებსაც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია“, – ამბობს ლობილაძე.

ლანა ლობილაძე თვითნასწავლი მეთოჯინეა. მისი ინსპირაციის წყარო ერთ-ერთი მეთოჯინის მიერ შექმნილი საოცარი თოჯინა გახდა. ამის შემდეგ იყო უძილო ღამეები, დაუღალავი შრომა და წარმოუდგენელი შედეგი. მის მიერ შექმნილი ელფები, გნომები ერთი ნახვით აყვარებენ და ამახსოვრებენ მნახველს თავს.