„ბავშვობაში ვიყავი ჩუმი, ბოხხმიანი, სასაცილო, ეტყობა ენერგიას ვინახავდი, რომ მერე გადავრეულიყავი. სიკვდილის წინ მექნება სელფი, ან ლაივი ჩართული და მერე ვიტყვი, მორჩა, „ვიბრიდები“! ცხოვრებისგან მე მოგზაურობას ვქმნი“, – ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
ცნობილი მომღერლის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება – ნიუ-იორკში, ურუგვაიში, თუ ციმბირში, მთავარია, ჰქონდეს საქმე, რომელიც კარგ ხასიათზე დააყენებს.