თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

მამაკაცი მრავალრიცხოვანი ჭრილობებისგან დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე მშენებარე შენობიდან მუშა გადმოვარდა და  მრავალრიცხოვანი ჭრილობებისგან საავადმყოფოში დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, მამაკაცი ნაძალადევის რაიონში მდებარე მშენებლობაზე ინსტრუმენტების წასაღებად მივიდა.

მომხდარ ფაქტს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

დამსაქმებლები ვალდებული გახდებიან, თანამშრომლები უბედურ შემთხვევებზე დააზღვიონ >>