ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვას აგრძელებს

წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე 162,5 მლნ დოლარი შეისყიდა
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ოთხშაბათს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეიძინა და ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ დღევანდელ აუქციონზე 2,6594 GEL/$1 შეადგინა.

ლარი გამყარდა – ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდულობს

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა 15 სავალუტო აუქციონი, სადაც 162,5 მლნ დოლარი შეისყიდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ ასევე 2,6594 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0015 ლარით მეტია, ვიდრე ოთხშაბათისთვის.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.