თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის საჯარო სკოლების ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სახელით თაღლითები მოქმედებენ, რომლებიც რელიგიური შინაარსის წიგნების გაყიდვას ცდილობენ.
უცნობი პირები ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკვე დაუკავშირდნენ.
„აღნიშნული საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და ამის ჩამდენნი მოქმედებენ თვითნებურად", – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ამ დროისთვის საქართველოს განათლების სამინისტრო სახელმწიფო სკოლებს უფასო წიგნებით უზრუნველყოფს და, მთავრობის სტრატეგიის თანახმად, მომავალშიც ასე გაგრძელდება.