ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ქარბუქისა და ნამქერის გამო დიდი მანქანების მოძრაობა აიკრძალა, ტრანსპორტის დანარჩენი სახეობებისთვის მოძრაობა თავისუფალია.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კერძოდ, ქარბუქისა და ნამქერის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 93-110 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ტრანსპორტის დანარჩენი სახეობებისთვის მოძრაობა თავისუფალია.