ფარულავა: ერთხელ პლანი მოვწიე ბათუმში...

მსახიობი ია ფარულავა საუბრობს, რა დამოკიდებულება აქვს ნარკოტიკებთან.
Sputnik

„ნარკოტიკებს ვერ ვიტან. ერთხელ პლანი მოვწიე ბათუმში და ლამის გავაფრინე. იმის მერე მეზიზღება ყველანაირი ნარკოტიკი. ნარკოტიკებმა შეიწირა ჩემი ძმა, ზოგადად ამიტომ მეზიზღება ეს თემა“, – ამბობს ია ფარულავა.

ცნობილი მსახიობის განცხადებით, თუ ოდესმე იქნება ძალიან დიდი ანტინარკოტიკული მოძრაობა, ის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ხმამაღლა ილაპარაკებს ამაზე.