ბურკაძე: მხატვრობა ძალიან დამეხმარა ამ საქმიანობაში

მხატვარ-დიზაინერი ნინო ბურკაძე საუბრობს, როდის დაეუფლა ტიხრული მინანქრის ხელოვნებას.
Sputnik

„დავამთავრე ნიკო ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმი, ფერწერის ფაკულტეტი, მერე კი სამხატვრო აკადემია. პროფესიით ვარ მხატვარ-დიზაინერი. 90-იან წლებში, როცა სამსახურის შოვნა ჭირდა, მეგობრის მამამ მასწავლა ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. ჩემი პირველი ნამუშევარი 1996 წელს შეიქმნა. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი, უბრალოდ ვსწავლობდი და სულ ძიების პროცესში ვიყავი. მხატვრობა ძალიან დამეხმარა ამ საქმიანობაში, ვინაიდან ჩემთვის რთული არ იყო ნახატის გაკეთება, ტიხარში ფერის შერჩევა და სხვა“, – ამბობს ბურკაძე.

ნინო ბურკაძე ტიხრული მინანქრის ხელოვნებას 25 წლის წინ დაეუფლა. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული და შთამბეჭდავია. ძვირფასი ლითონისა და საუცხოო ქვებისგან შექმნილი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს.