მამაკაცების დრო მოვიდა: Avtandil-მა მამაკაცების ხაზი გამოუშვა

ქართველმა დიზაინერმა თავისი ახალი კოლექციიდან განსაკუთრებული სიამაყით მამაკაცის ჯინსები წარადგინა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქართული მოდის პიონერმა, ცნობილმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ (Avtandil) მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, დიზაინერის ბუტიკში ის უკვე იყიდება.

Avtandil, Vaska და LIYA: სიახლეები ქართველი დიზაინერებისგან

ცქვიტინიძის თქმით, მუშაობის დროს ძალზე თვითკრიტიკული იყო. საკუთარ კოლექციას როგორც პრეტენზიული კლიენტი უყურებდა და საკუთარ თავს კითხვას უსვამდა – ამ კოსტიუმს შევიძენდი ჩემთვის თუ არა?

„საკმაოდ სერიოზული სტიმული გამიჩნდა, რომ უკვე აღარ მეშინია გავხდე ზოგადად მამაკაცის სამოსის დიზაინერი. ამ ხაზზე მუშაობისას ძალზე შეზღუდული ვიყავი. გოგონებისთვის სამოსის კეთება ძალიან მარტივია. შეიძლება გაუკეთო დიდი ქამარი, ცვალო ფერები, ფართე სახელოები გაუკეთო და ა.შ. ამ ყველაფერს მამაკაცებისთვის ვერ გააკეთებ. ხაზი ძალიან მამაკაცური უნდა იყოს. თანაც ის ქართველი ბიჭებისა და კაცებისთვის არის შექმნილი“, – უამბო დიზაინერმა ქართული მასმედიის წარმომადგენლებს.

მამაკაცების დრო მოვიდა: Avtandil-მა მამაკაცების ხაზი გამოუშვა

ცქვიტინიძის ახალ კოლექციაში ბევრი პრაქტიკული ნივთია. მათ შორის ორმხრივი ქურთუკები. თუმცა ყველაზე მეტად ავთანდილი ჯინსებით ამაყობს.

„მართლაც ვამაყობ – მათი ფერით, ტონალობით, ფორმით. და იმედი მაქვს, „ავთანდილის ჯინსები“ სხვა ჯინსებს კონკურენციას გაუწევს“, – აცხადებს ავთანდილი.

ლედი გაგამ სამოსი ქართული ბრენდიდან AVTANDIL შეარჩია

ავთანდილ ცქვიტინიძე ერთ-ერთი იმ დიზაინერთაგანია, რომელიც ქართული მოდის სათავეებთან იდგა. ფაბრიკა „იმერეთში“ შექმნილი მისი პირველი კოლექცია თბილისში 1998 წელს აჩვენეს.

დიზაინერი კოსტიუმებს ქმნის ბიზნესმენებისთვის, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისა და წამყვანი ქართული ტელეარხებისთვის. ბრენდის დიდი თაყვანისმცემლები არიან ლედი გაგა, ქეთა თოფურია, ეველინა ხრომჩენკო და სხვა ცნობილი ადამიანები.