ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეფონის ანგარიშის შევსებას ხუთი ავტომობილი შეეწირა

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაცით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.