შსს-მ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს შეიცავს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 36 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რისთვის დააკავეს თბილისის აეროპორტში ამერიკის მოქალაქე

ეჭვმიტანილის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით 0,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.