ჯაფარიძე: პირველი შვილის გაჩენა ადამიანს ამიწებს

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი, პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს მოვლენაზე, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.
Sputnik

„პირველი შვილის გაჩენა არის ის, რაც ადამიანს მნიშვნელოვნად ცვლის, ამიწებს და ბევრი რაღაცებისადმი დამოკიდებულებას აცვლევინებს.  დღემდე მაქვს განცდა – პირველი ბავშვი რომ გამიჩნდა, წამმზომი ჩამერთო, იმ გაგებით, რომ მანამდე დროს არ აღვიქვამდი ისე, როგორც აღვიქვამ შვილის გაჩენის შემდეგ“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

პოლიტიკოსის თქმით, შვილის გაჩენის შემდეგ ადამიანი დროს ბევრად უფრო აფასებს.