მარგველაშვილი: ამ პროცესებში ყოფნა არ შემიძლია

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
Sputnik

„ძალიან მომწყინდა ერთი და იმავე რამის ყურება საქართველოში – რომ ხელისუფლებაში მოდის ძალა, მერე იმ ძალას, აღმატებული აღარ ჰქვია, აბსოლუტურად ზღვარგადასული შეხედულება აქვს საკუთარ უფლებებზე და იმაზე, როგორ შეუძლია ელაპარაკოს საკუთარ ხალხს“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი ქვეყანაში მუდმივად ხდება.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის თანამდებობაზე ბოლო დღეებს ატარებს. მას სალომე ზურაბიშვილი 16 დეკემბერს, ინაუგურაციის შემდეგ შეცვლის.