აჭარა მსოფლიოს საგამოფენო რუკაზე – 2018 წლის შედეგები და მომავლის გეგმები

აჭარის მაღალმთიან რაიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით 15 ტურისტული მარშრუტის მარკირება მოხდა.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. აჭარა 2019 წელს 27 საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრეს-სამსახურში.

აჭარამ ნოემბერში მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში მასშტაბულ საქმიან გამოფენაში IBTM World.

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა. წელს მას 141 ქვეყნის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

საშიშია თუ არა საქართველო ტურისტებისთვის – გამოქვეყნდა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაახლოებით 40 შეხვედრა გამართეს იმ პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებისა და კონფერენციის ჩატარებით.

წელს დეპარტამენტმა მოახდინა აჭარის საზღვაო და მთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზება 25 საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე. მათ შორის იყო მნიშვნელოვანი და დიდი გამოფენები ბერლინში, ფრანკფურტში, ლონდონში, მადრიდში, დუბაისა და თელ-ავივში.

ბოლო ათი თვის განმავლობაში აჭარას ეწვია 1,7 მილიონზე მეტი უცხოელი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,8%-ით მეტია. საერთაშორისო რეისების რაოდენობა ბათუმის აეროპორტში 41%-ით გაიზარდა.

ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით ბოლო წლების განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში 15 მარშრუტის მარკირება მოხდა. ამ მარშრუტებზე უკვე მოეწყო დაახლოებით 65 ინფოტური, რის შედეგადაც გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში 98%-ით გაიზარდა.