სპეციალური პენიტენციარული სამსახურის ყოფილი უფროსი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციარული სამსახურის ყოფილი უფროსი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა წყნეთში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

ზვიად მიხანაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მიხანაშვილთან ერთად დაჭრილია კიდევ ორი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.