საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება რუსთაველის გამზირი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.

რამდენი  დაუჯდება თბილისს საახალწლო გაფორმება

თბილისში საახალწლო განათების მონტაჟი 7 ნოემბერს დაიწყო. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.

„თბილსერვის ჯგუფის" ცნობით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.