ფონიჭალაში პოლიციამ დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორი ირანელი ქალი თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა.