რისთვის დააკავეს თბილისის აეროპორტში ამერიკის მოქალაქე

დამნაშავეს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 42 წლის ამერიკელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონიჭალაში პოლიციამ დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა საქართველოში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა.