უბედური შემთხვევა მცხეთასთან - ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მცხეთასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ დრომდე ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“).