პიატიგორსკის ფორუმი შეკრებს მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან

მონაწილეები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან განიხილავენ, როგორი უნდა იყოს ახალგაზრდული ლიდერი
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საექსპერტო და სამეცნიერო საზოგადოების, სახელმწიფო ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ასამდე წარმომადგენელი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან პიატიგორსკში 13 დეკემბერს მიიღებს მონაწილეობას ფორუმში „ახალგაზრდული ლიდერობის წახნაგები: სოციალური აქტივობა, ინოვაციები, მომავლისკენ სწრაფვა“, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ორდღიანი ფორუმის ორგანიზატორია ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მხარდაჭერით დსთ-ს ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით.

ფორუმის სპიკერები იქნებიან ხელისუფლების ურთიერთქმედების სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ექსპერტები.

ფორუმის პროგრამაშია პანელ-დისკუსიები, ლექციები, ტრენინგები და მასტერ-კლასები. დასკვნითი ღონისძიება იქნება მრგვალი მაგიდა თემაზე „როგორ გავხდე ახალგაზრდული ლიდერი: რუსეთისა და რეგიონის ქვეყნების გამოცდილება“.