შემთხვევა რუსთავში : საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცმა კანის ფერის გამო უცხოელი სცემა

მამაკაცმა კამერუნის მოქალაქეს კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში 1975 წელს დაბადებული ბ.ძ., ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 142-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.