მსოფლიო დღეს

იტალიაში ღამის კლუბში მომხდარ ჭყლეტას ექვსი ადამიანი შეეწირა

იტალიაში კონცერტზე ჭყლეტა მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იხილეთ ვიდეო კადრები ტრაგედიის შემთხვევიდან
Sputnik

იტალიაში კონცერტზე ჭყლეტა მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იხილეთ ვიდეო კადრები ტრაგედიის შემთხვევიდან

რეპერი Sfera Ebbasta-ს კონცერტზე იტალიაში ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით სამოცმა კი ტრავმები მიიღო. დაღუპულთა შორის არიან ხუთი არასრულწლოვანი და ერთი ქალი.

ტრაგედია მოხდა ქალაქ კორინალდოს ახალგაზრდებს შორის პოპულარულ კლუბში Lanterna Azzurra. კონცერტის დროს ვიღაცამ ცრემლსადენი გაზი გააფრქვია და პანიკა გამოიწვია. შენობის გასასვლელთან ჭყლეტა დაიწყო.

ანკონის ხელისუფლებამ დაღუპულთა პატივის მისაგებად საშობაო ღონისძიებები გააუქმა.