თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ, რომელიც მის პატიმრობას ითვალისწინებს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
სააგენტოს ცნობით, თავად ქოჩარიანი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
ექს-პრეზიდენტი ქოჩარიანი მიმდინარე წლის ივლისში 2008 წელს რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ 13 აგვისტოს გააუქმა დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება და ქოჩარიანი გაათავისუფლა. ამის შემდეგ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო სასამართლოს მიმართა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შედეგად, საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განსახილველად, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და რობერტ ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა.