ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 დეკემბერს

დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში კვირას, 9 დეკემბერს წვიმიან და ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:15 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +5 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.