შეიარაღების გამოფენა EDEX 2018 ეგვიპტეში

Sputnik

თავდაცვისა და შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა EDEX 2018 (Egypt Defense EXpo) გაიმართა ეგვიპტეში. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება.

გამოფენა EDEX 2018 მოიცავს შეიარაღებას ყველა სახეობის არმიისთვის: ქვეითთა, საჰაეროს და საზღვაოს. საერთაშორისო სამხედრო წარმოებამ წარმოადგინა ყველა საკუთარი შესაძლებლობა, ხოლო ეგვიპტურმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებმა მათ საკუთარი მომსახურება შესთავაზეს და მთელი მსოფლიოდან სამხედრო პროდუქცია წარუდგინეს. ღონისძიებას მხარს უჭერდა ეგვიპტის შეიარაღებული ძალები.

1 / 10
ქაიროს საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი იყო 41 ქვეყნის 373 კომპანიის პროდუქცია
2 / 10
მხოლოდ აშშ გამოფენაზე 42-მა კომპანიამ წარმოადგინა, საფრანგეთი კი - 32-მა
3 / 10
თავდაცვისა და შეიარაღების საწარმოების საერთაშორისო გამოფენა EDEX-2018 მნიშვნელოვანი მოვლენაა ეგვიპტეში
4 / 10
გამოფენის დღეებში ქაიროში ჩავიდა სხვადასხვა ქვეყნების ათობით თავდაცვის მინისტრი, შვიდი გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და შეიარაღების წარმოების რვა მინისტრი
5 / 10
ღონისძიება ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ გახსნა
6 / 10
EDEX ამ დროისათვის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში ყველაზე დიდი სამხედრო გამოფენაა
7 / 10
ორგინაზტორები მიიჩნევენ, რომ EDEX შეიარაღების სფეროში ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და მთელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იქნება
8 / 10
EDEX 2018-ზე ასევე წარმოდგენილი იყო რუსული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენი Ка-52 და ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეული
9 / 10
გამოფენას ჯამში 10 ათასზე მეტი ადამიანი ესტუმრა
10 / 10
სამდღიანი გამოფენა საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და გასამყარებლად შესანიშნავი ბიზნეს პლატფორმაა