რატომ დააჯილდოეს ლონდონში ქართველი მეზღვაურები

ქართველ მეზღვაურებს ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ International Maritime Organization - IMO უკვე მეორედ გადასცა.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოეს,  იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ქართველ მეზღვაურებს ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ International Maritime Organization - IMO უკვე მეორედ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია 6  დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში  გაიმართა.

 ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს.

სააგენტოს განცხადებით, ეს ჯილდო ქართველი მეზღვაურების მაღალი პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარებაა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან.