შემთხვევა თბილისში – შალვა დადიანის ქუჩაზე ავტომობილებს ხე დაეცა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ხე წაიქცა და მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირებული ავტომობილები მნიშვნელოვნად დააზიანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სტიქიამ დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა

შემთხვევა შალვა დადიანის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.