სად გაქრა უკანა სავარძლები თბილისის სამარშრუტო ტაქსებში

უკანა სავარძლები ავარიულ გასასვლელს ფარავს, რაც უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგება.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისელებს ზოგიერთ სამარშრუტო ტაქსიში სიურპრიზი დახვდათ – ამოღებული უკანა სავარძლები.

თბილისის სამარშრუტო ტაქსები მოსახლეობისთვის მტკივნეული თემაა. თბილისელები უჩივიან არაკომფორტულობასა და მძღოლების თავზეხელაღებულობას. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსები და იძულებითი აუცილებლობა, რომ მთელი გზა ფეხზე იდგე.

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება

უკანა ოთხსავარძლიანი რიგიდან სავარძლის ამოღება სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ეს მძღოლების სურვილს უკავშირდება, რომ ფეხზე მდგომი მგზავრების რაოდენობა გაიზარდოს. ერთ-ერთი მომხმარებელი თბილისის ქუჩებიდან სამარშრუტო ტაქსების საერთოდ გაუქმების წინადადებითაც კი გამოვიდა.

„სიახლე“ ტელეკომპანიამ Imedi საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტა.

როგორც აღმოჩნდა, უკანა სავარძლის ამოღება განპირობებულია ტექდათვალიერების ახალი მოთხოვნით, რომლის თანახმად, საგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში გათვალისწინებული უნდა იყოს უკანა კარიდან საევაკუაციო გასასვლელი.

მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას>>

სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.