ქედაში სახლს ცეცხლი გაუჩნდა – დაშავებულია 17 წლის ახალგაზრდა

დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

უბედური შემთხვევა სოფელ გობრონეთში გუშინ, საღამოს მოხდა.

ხანძარი ქედაში: სამსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში 17 წლის ახალგაზრდა იმყოფებოდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს, თუმცა ახალგაზრდამ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლის სამი ოთახი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.