2018 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები Forbes-ის ვერსიით

Sputnik

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, თუ ვინ მოხვდა ასეთ საინტერესო რეიტინგში.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მომღერალი ბიონსე – ყველა ამ ქალს აერთიანებს ის, რომ ისინი შევიდნენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულში.

პოზიციების ნახევარზე მეტი რეიტინგში ამერიკელებს უკავიათ. აზიის წარმომდგენლებს სულ 22 ადგილი ხვდათ წილად, ხოლო ევროპელმა ქალებმა (თურქეთისა და რუსეთის ჩათვლით) 24 ადგილი მოიპოვეს "ფორბსის" კვლევაში. სიაში ასევე შევიდა 3 ქალი ახლო აღმოსავლეთიდან და ერთი აფრიკიდან.

1 / 10
ჟურნალი Forbes-ის რეიტინგის ლიდერი, უკვე მერვეჯერ მიყოლებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გახდა. ის პირველი ქალი პოლიტიკოსია, რომელიც გერმანიის ისტორიაში აირჩიეს ამ თანამდებობაზე
2 / 10
მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზე მეის ხვდა წილად. ბოლო რვა წლის განმავლობაში ტერეზა მეი სხვადასხვა თანამდებობენს იკავებდა. 2016 წლის ივლისიდან ის სამეფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრია
3 / 10
კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელია 2011 წლიდან. მანამდე ლაგარდი სამი წლის განმავლობაში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე იყო
4 / 10
ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი კიდევ ერთხელ მოხვდა ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში
5 / 10
დიდი ბრიტანეთის დედოფალი "ფორბსის" სიაში დამსახურებების გამო მოხვდა. ელიზაბეთ II უკვე გახდა მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივად მართავს - 66 წლის განმავლობაში. მას ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია მონარქის მოვალეობების შესრულება და განაგრძობს სტუმრების მიღებას ბუკინგემისა და უინდზორის სასახლეებში
6 / 10
აშშ-ის პრეზიდენტის ყველაზ ეპოლიტიკურად დაჯილდოებული ქალიშვილი ივანკა ტრამპი 24-ე ადგილს იკავებს "ფორბსის" სიაში. ის დონალდ ტრამპის ოფიციალური მრჩეველია და სახელმწიფოდ პირველი ლედის ბევრ მოვალეობას ასრულებს
7 / 10
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელძღვანელი ელვირა ნაბიულინა 49-ე ადგილზეა ყველაზე გავლენიანი ქალების ჩამონათვალში
8 / 10
მომღერალი ბიონსე "ფორბსის" ვერსიით მესამეა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოღერალ ქალებს შორის. ახლა კი ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მან 50-ე ადგილი დაიკავა
9 / 10
ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 63-ე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის
10 / 10
პენ ლიუანი აივ ინფექციასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ელჩია. ეჭვგარეშეა, ის იმსახურებს იყოს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულში