წაქცეული ხე და დაზიანებული ავტომობილები: ინციდენტი თბილისში

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ტროტუართან გაჩერებულ მანქანებს დაეცა ხე, რომლის მოჭრასაც ცდილობდნენ. ნახეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო
Sputnik

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ტროტუართან გაჩერებულ მანქანებს დაეცა ხე, რომლის მოჭრასაც ცდილობდნენ. ნახეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო. 

როგორც შემთხვევის თვითმხილველები წერენ სოციალურ ქსელებში, წაქცეულმა ხემ ხუთი ავტომობილი დააზიანა. 

ინციდენტის ადგილზე თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.