რობერტ სტურუა: ნახატზე მედეა ჯაფარიძე იყო გამოსახული, ჩიბუხით ხელში

რობერტ სტურუა იხსენებს მხატვარ მამას და ამბავს, რის შემდეგაც გადაწყვიტა, აღარ დაეხატა.
Sputnik
რობერტ სტურუა: ნახატზე მედეა ჯაფარიძე იყო გამოსახული, ჩიბუხით ხელში

„მამა ძალიან ლამაზი კაცი იყო, როგორც დღეს ვიტყვით, ნამდვილი „ფლეიბოი“, უამრავი ქალით გარშემო. ის ნიჭიერი მხატვარი იყო“, – ამბობს რობერტ სტურუა სატელევიზიო გადაცემაში.

რობერტ სტურუა – რეჟისორი, რუსთაველის თეატრში დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. მისი სპექტაკლები „ყვარყვარე“ და ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ შევიდა საერთაშორისო კრებულში „XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები“.