ობგაიძე: ბავშვს, რომელსაც აქვს ძილის დეფიციტი, უვლინდება შესაბამისი ნიშნები

მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს იმაზე, რა ხდება მაშინ, როცა ბავშვს ძილი აკლია.
Sputnik
ობგაიძე: ბავშვს, რომელსაც აქვს ძილის დეფიციტი, უვლინდება შესაბამისი ნიშნები

„ამ დროს ჩვეულებრივი, მშვიდი ადამიანი იღვიძებს და არის ჭირვეული, მოუსვენარი, აქვს უმადობა. ეს ჭირვეულობა გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერ ბავშვს, რომელსაც აქვს ძილის დეფიციტი, აუცილებლად უვლინდება შესაბამისი ნიშნები“, — ამბობს თამარ ობგაიძე.

სპეციალისტის განცხადებით, ბავშვებს უძილობის დროს მედიკამენტები იშვიათ შემთხვევაში ენიშნებათ.