საქართველოს ეროვნული მუზეუმი მხატვარ ხუმარაშვილის იუბილეს აღნიშნავს

დამთვალიერებლები იხილავენ მხატვრის როგორც ადრეულ, ისე გვიანდელ შემოქმედებას.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ცნობილი მხატვრის უშანგი ხუმარაშვილის 70 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს.

საიუბილეო ექსპოზიცია სახელწოდებით „უშანგი ხუმა 70" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (რუსთაველის გამზირი, 11) სამშაბათს, 4 დეკემბერს, 17 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ქართველი მხატვარ-დიზაინერი სალვადორ დალის მუზეუმის თანამშრომელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უშანგი ხუმარაშვილის შემოქმედების თავისებური რეტროსპექტივა.

უშანგი ხუმარაშვილი დაიბადა 1948 წელს დედოფლისწყაროში. თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1973 წელს. პერსონალური გამოფენები ჰქონდა 1994-2007 წლებში. მუშაობდა მხატვრად თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

არის მრავალი ჯგუფური გამოფენის, საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილე. მისი ნამუშევრები ინახება ქართულ ეროვნულ გალერეაში, ასევე კერძო კოლექციებში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.