საქართველო vs ისრაელი: საუკეთესო ფოტოები საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრიდან

Sputnik

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში ისრაელის გუნდი ოვერტაიმში დაამარცხა ანგარიშით 71:69. იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოები.

1 / 14
მატჩის პირველ მეოთხედში გუნდები ხურდებოდნენ, ამიტომ ტაიმი არც ისე დაძაბული აღმოჩნდა
2 / 14
საბოლოოდ - პირველი ათი წუთის შემდეგ ანგარიში იყო 11:9 სტუმრების სასარგებლოდ
3 / 14
მცირე შესვენების შემდეგ ორივე ნაკრები გააქტიურდა და სანახაობრივი მატჩი უჩვენეს
4 / 14
მეორე ტაიმში ზუროსის აღსაზრდელები დაწინაურდნენ - ანგარიში 25:19
5 / 14
განსაკუთრებუთ ეფექტური და, რაც მთავარია - ეფექტიანი იყო სამქულიანი ხაზიდან ოთხი ჩაგდება ზედმიწევნით
6 / 14
შესვენებაზე გასვლის დროს გუნდებს შორის ანგარიში 34:40 იყო საქართველოს სასარგებლოდ
7 / 14
ბოლო ორ მეოთხედში ისრაელის ნაკრები უფრო გააქტიურდა
8 / 14
ისრაელის გუნდის შემადგენლობაში გამოირჩეოდა ჯეიკ კოენ, რომელმაც ჯამში 22 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს
9 / 14
ისრაელის გუნდის წევრებმა მალე ანგარიში გაათანაბრეს
10 / 14
ფინალური სირენის გაჟღერებამდე ტაბლოზე გამოსახული იყო 64:64
11 / 14
უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი დრო განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო
12 / 14
ოვერტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ იოველ ზუსმანის ზუსტი სროლის შედეგად, თუ გიორგი შერმადინმა მალევე შეამცირა სხვაობა, ორი საჯარიმოს ზუსტი შესრულებით
13 / 14
მასპინძლებს შესანიშნავი შანსი ქონდათ მეტოქე ორი ქულით ჩამოეტოვებინათ, თუმცა საჯარიმო ზოლიდან ბითაძემ მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო კალათში
14 / 14
ისრაელმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებს დარჩათ. საბოლოო წერტილი კი მატჩში ისევ შერმადინმა დასვა - ანგარიში 71:69