გრიპის უფასო ვაქცინაცია: მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ

საქართველოში ამ სეზონზე უფასო აცრის აქცია უკვე მეორედ იმართება.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სამშაბათს ქვეყნის დიდ ქალაქებში გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიან უფასო ვაქცინაციას ატარებს, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აცრის ჩატარება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. უფასო ერთდღიანი აქცია 4 დეკემბერს ჩატარდება თბილისში, გორში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ასევე რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტში.

საქართველოში გრიპის ვირუსი დეკემბრის ბოლოდან გააქტიურდება

კონკრეტულ ქალაქში სამედიცინო პუნქტების ზუსტი მისამართის დადგენა შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე 599 515 199; 599 216 701.

გრიპის ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვირუსული დაავადებით არ არის ავად. აცრის გაკეთება შემოდგომაზე – გრიპის ვირუსის დაწყებამდე სჯობს.

სხვა დღეებში გრიპის უფასო ვაქცინაცია ეკუთვნით რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს, მათ შორის, მედპერსონალს, ორსულებს, აივ-ინფიცირებულებს, დიალიზზე მყოფ პირებსა და С-ჰეპატიტით დაავადებულებს.

აცრის ღირებულება 30-დან 50 ლარამდე მერყეობს.

ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის მსგავსი დაავადებები ცირკულირებს.