ხანძარი და არეულობა – პარიზული პროტესტი საწვავის ფასის ზრდაზე

Sputnik

პარიზის ცენტრში ავტომობილისტთა მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში არეულობის შედეგები, რაც აქციამ გამოიწვია, რომლის მონაწილეებიც საწვავზე გადასახადის შემცირებას მოითხოვდნენ.

1 / 17
აალებული ავტომობილი "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციაზე. აქციის დროს პარიზში 260-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
2 / 17
საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან ავტომობილისტთა მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" წევრები
3 / 17
მეხანძრეები დროულად მივიდნენ ავტომობილისტთა საპროტესტო აქციაზე
4 / 17
აქციის დროს დემონსტრანტესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა, რაც შედეგადაც დაიმსხვრა და დაიწვა ავტომობილები
5 / 17
სამართალდამცველები და აქტივისტი "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე
6 / 17
მაღაზიის ჩამსხვრეული ვიტრინა პარიზის ცენტრში
7 / 17
ასეთი არეულობა მოაწყვეს ავტომობილისტებმა პარიზის ცენტრში
8 / 17
ავტომობილები, რომლებიც აქციის დროს დაწვეს
9 / 17
ყველაფერი მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართეს
10 / 17
აქციის მსვლელობისას აქტივისტები რამდნჯერმე შეეტაკნენ პოლიციას
11 / 17
სამართალდამცავები ცდილობენ აქციის მონაწილეთა სპეცტექნიკით შეჩერებას
12 / 17
ავტომობილი, რომელიც საპროტესტო აქციას შეეწირა
13 / 17
აქციის დროს მისი მონაწილეები ტრიუმფალური თაღის მუზეუმში შეიჭრნენ და რამდენიმე ექსპონატი დააზიანეს
14 / 17
მომიტინგეებმა დააზიანეს ნაპოლეონის ქანდაკება, დაამტვრიეს ნახატები, მოხატეს რამდენიმე ექსპონატი. მუზეუმისათვის მიყენებულმა ზიანმა მილიონი ევრო შეადგინა
15 / 17
არეულობები საფრანგეთში ოქტომბრის შუიდან გრძელდება. ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილება საწვავზე გადასახადის გაზრდამ გამოიწვია
16 / 17
აქციამ დასახელება "ყვითელი ჟილეტები" მისი მონაწილეების სამოსის მიხედვით მიიღო. ისინი ქუჩაში შუქამრეკლი ჟილეტებით გამოდიან
17 / 17
ისტორიული შენობებისათვის მიყენებული ზიანის გამო ქალაქის ხელისუფლებამ ტრიუმფალური თაღის მნახველთათვის იქამდე დაკეტვა გადაწყვიტა, სანამ არეულობები არ დასრულდება