თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნინოწმინდის რაიონში 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში დღეს მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 1986 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.
ეჭვმიტანილი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.