თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ექსპერტიზის პასუხებმა აჩვენა, რომ ქართველი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავარიისას, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ სპორტსმენის ადვოკატმა ნუგარ კვინიკაძემ.
ქართველი რაგბისტები ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოში რჩებიან>>>
ავტოკატასტროფა, რაზეც საუბარია, 2016 წლის ივლისში მოხდა. ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს BMW-სა და Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ–ერთ ავტომობილს კვირიკაშვილი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა კვირიკაშვილის მეუღლე ანა ბუაძე. კვირიკაშვილს ბრალად ედება „საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.
„ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა და დასკვნა დაიდო, რომ მერაბ კვირიკაშვილი ფხიზელი იყო. ექსპერტიზა ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარდა, რომელიც ვალდებული იყო ყველა მტკიცებულება მოეპოვებინა“, – განაცხადა კვინიკაძემ.
ამ დროისთვის კვირიკაშვილი თავისუფალია. ქაუთაისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც საქმეს იხილავს, სპორტსმენისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად, 15 ათასი ლარის სანაცვლოდ გირაო აირჩია. საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება და ადვოკატს იმედი აქვს, რომ კვირიკაშვილი გამართლდება.
„საქმის მასალებმა და ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მერაბ კვირიკაშვილის ბრალით არ მომხდარა“, – დასძლინა ადვოკატმა.
თუმცა, თუ სასამართლო კვირიკაშვილს დამნაშავედ ცნობს, მას 6–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.