სურამელაშვილი: ასაკს არ აქვს მნიშვენლობა, როცა ბედნიერების ბევრი საფეხური გელოდება წინ

მომღერალი გია სურამელაშვილი გადაცემა „პროფილში“ასაკზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.
Sputnik

„ბავშვობის ასაკი წავიდა, ახალგაზრდობის ასაკი წავიდა, ნდობის ასაკი წავიდა. არა ვარ პატარა მაინცდამაინც. 24 იანვარს 50-ის ვხდები. რომ გითხრათ, ამან ძალიან დამთრგუნა, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შინაგანად ამას ვერა ვგრძნობ.  არც მსმენელები და არც პირადი თაყვანისმცემლები ამას არ მაგრძნობინებენ“, - ამბობს გია სურამელაშვილი.

მომღერლის თქმით, დროთა განმავლობაში ასაკობრივ შეზღუდვას ვეღარ გრძნობს ადამიანი და ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს, როცა წინ ბევრი ბედნიერება გელოდებათ.