საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს

დაკავებულებს ჯარიმა, ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტ „სარფის“ გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

დაკავებულებს ჯარიმა, ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს.