ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 დეკემბერს

დედაქალაქში სამშაბათს ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ 10 გრადუს სითბოს მიაღწევს
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათს, 4 დეკემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, შესაძლებელია ნალექი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:10 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.