გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

ოპოზიციის მრავალათასიან აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისში მიმდინარე მიტინგზე ოპოზიციონერმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას შესთავაზა ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რათა კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს.

საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს, გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბებას აპროტესტებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 28 ნოემბერს გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

„ხელისუფლებას ვთავაზობთ – შექმენით სამუშაო ჯგუფი... და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვაშაძემ ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე მისცა, ანუ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

აქციის ორგანიზატორია გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაში“, რომლის საყრდენს წარმოადგენს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დააარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მიტინგში მონაწილეობს რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის აქტივისტები რეგიონებიდან. პოლიცია პარლამენტის წინ მოედნის პერიმეტრზეა განლაგებული.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

„ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ჩვენ ვიბრძვით რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო იყოს სამართლებრივი სახელმწიფო”, – განაცხადა ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.

საპროტესტო აქციაზე თბილისში პოლიცია წესრიგს დაიცავს

ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ მიმართა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდა კარგად იცის, რა მეთოდებით გააყალბა არჩვენები, ამიტომ ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნება.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

„ჩვენ ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და საერთაშორისო ექსპერტებით“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

აქციის მონაწილეებს დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით სააკაშვილმა მიმართა.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

ამავე დროს პარლამენტთან გრძელდება აქცია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის დაღუპვის წლისთავი შაბათს გადაიხადეს.