სომხეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილს დაურეკა

სარქისიანმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანსა და საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.

ფაშინიანმა ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

სატელეფონო საუბარში სარქისიანმა გამოხატა რწმენა იმისა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სომხურ-ქართული მეგობრული და თბილი ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება და ყველა მიმართულებით განვითარდება. ორ ერს შორის ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე ასაყვანად, პოზიტიური დინამიკა აღინიშნება“, – აღნიშნულია მისალოც შეტყობინებაში.

მას გამარჯვება უკვე მიულოცეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის, ლიეტუვას, უკრაინის, საფრანგეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა.