თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ზუგდიდში 44 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.