ავარია მცხეთის ხიდთან - გადაბრუნდა სატვირთო ავტომობილი

სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. მცხეთის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია თბილისში - დაზიანდა ოთხი ავტომობილი

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. მოსახვევში სატვირთო ავტომობილი მისმა ტვირთმა გადასძალა და გადაბრუნდა. სატვირთოში ხის მასალები ელაგა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ერთი ავტომობილი. დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.